• Ƀ/$

ავსტრიული ტვირთები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე გაივლის

9 თებერვალი 18:21, 2018 წელი | ეკონომიკა

ავსტრია ტვირთებს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადაზიდავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სააგენტო „აპა“ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელზე ჯავიდ გურბანოვზე დაყრდნობით წერს, რომ ავსტრიული პროდუქციით დატვირთული სარკინიგზო შემადგეენლობა ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალის გავლით ყაზახეთში გადაიზიდება.


ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გასული წლის შემოდგომაზე საზეიმო ვითარებაში ბაქოში გაიხსნა. ცერემონიას, 5 ქვეყნის ლიდერებს შორის, საქართველოს პრემიერ–მინისრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.


სხვა სიახლეები