• Ƀ/$

ჩინეთი ტყის მასივს, საქართველოს ტოლი ფართობით ზრდის

11 თებერვალი 10:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩინეთი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, ერთ-ერთი ასეთია გამწვანების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ტყის მასივი საქართველოს ტოლი ფართობით უნდა გაიზარდოს.

ამჟამად ტყით დაფარულია ჩინეთის ფართობის 21.7%, რაც საშუალოზე დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა, ფინეთში ტყით ქვეყნის ფართობის 72 პროცენტია დაფარული, საქართველოში კი 40%. ტყის მთლიანი მასივი ჩინეთში 2.08 მილიონ კმ2-ს შეადგენს. ამ მხრივ კი მხოლოდ რუსეთს, კანადას, ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.


ჩინეთის სატყეო დეპარტამენტის ხელმძრვანელმა ჟან ჯინლანმა განაცხადა, რომ მიდინარე წელს ხეები მინიმუმ 6.6 მილიონ ჰექტარზე დაირგვება.


განსაკუთრებული ყურადღება დიდ ქალაქებს მიექცევა, როგორც ახლადდაარსებულს, ასევე ძველებს. 2020 წლისთვის, პეკინის გამწვანების კოეფიციენტის 35%-მდე გაზრდაა დაგეგმილი.


გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ჩინეთი პირველია. ქვეყანამ 2014 წელს ატმოსფეროში 10.2 მილიარდი ტონა კაბონის დიოქსიდი გაუშვა, რაც საქართველოს მაჩვენებელს 1200-ჯერ აღემატება იმავე ჩინეთის 2001 წლის მოჩვენებელს კი 3-ჯერ და ეს რიცხვი მთლიანი მსოფლიო ემისიის 29%-ს შეადგენს. ჩინეთი უფრო მეტ მავნე აირს გამოყოფს, ვიდრე აშშ და ევროკავშირი ერთად აღებული. თუმცა ბოლო პერიოდში პოლიტიკა იცვლება. 2017 წლის 1 იანვრისთვის ჩინეთი იყო პირველი ელექტრომობილების რაოდენობის მხრივ - 645 000, 2025 წლისთვის ამ რიცხვის 7 მილიონამდე გაზრდაა დაგეგმილი. გარემოს დაბინძურების ტემპის შენელების მიზნით კი საწარმოების მიმართ მიდგომა უფრო და უფრო მკაცრდება.


მსგავს თემაზე:

საბერძნეთში ეკოლოგიური გადასახადი დააწესეს


„ისლანდია“ ეკოლოგიურ პოლიტიკას ამკაცრებს


50 ჯიშის ხე თბილისში და სპეციალისტის რეკომენდაციები დედაქალაქის მერს



სხვა სიახლეები