• Ƀ/$

წყნარ გარემოში ყოფნა მეხსიერებასა და დასწავლის უნარს აუმჯობესებს

11 თებერვალი 11:00 | მთავარი

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სიწყნარე, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის ტვინისთვის, ვიდრე წარმოგვედგინა.

2011 წელს, ფინურმა ტურისტულმა სააგენტომ, საერთაშორისო მარკეტინგულ კონკურსში გაიმარჯვა, როცა ადამიანებს მთელი მსოფლიოდან საკუთარ ქვეყანაში მოუხმეს, სიჩუმისა ბედნიერების გასაზიარებლად.


2013 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, ცხადყო, რომ დამატებითი 2 საათით, წყნარ გარემოში ყოფნის დროს ჰიპოკამპუსის უჯრედები წარმოიქმნებოდა. ჰიპოკამპუსი თავის ტვინის ნაწილია, რომელიც  მეხსიერებაზე, ემოციებსა და დასწავლის უნარზეა პასუხისმგებელი. „ჩვენ ავინახეთ, რომ დუმილი ახლდად გენერირებული უჯრედებს ნეირონების დიფერენცირებაში და მათ სისტემაში ინტეგრაციაში ეხმარება“ განაცხადეს კვლევის ავტორებმა.


წყნარ გარემოში ყოფნით ასევე მცირდება სტრესისა და დაძაბულობის დონეც, მაშინ როცა ხმაური ტვინს აღიზიანებს და მასზე ფიზიკურ გავლენასაც ახდენს. ყურის ნიჟარის გავლით ხმოვანი ტალღები ტვინში აღწევენ, როგორც ელექტრონული სიგნალები. ზემოქმედება უარყოფითია მაშინაც კი თუ ადამიანს სძინავს. მუდმივ ხმაურში ყოფნა კი ქრონიკულ სტრესს ავითარებს.


სტატიაში, რომელიც დუმილის შესახებ ჟურნალ „Heart“-ში გამოქვეყნდა ავტორი ამტკიცებს, რომ დუმილი გონებაზე სარელაქსაციო მუსიკაზე უფრო უკეთეს გავლენას ახდენს, ხმაური კი საპირისპიროდ მოქმედებს, ადამიანის სწავლისა და შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი