• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

განახლებადი ენერგიის წილი დიდი სისწრაფით იზრდება

12 თებერვალი 15:55 | ეკონომიკა

განახლებადი ენერგიის მოცულობა მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით მატულობს. განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. ალტერნატიული ენერგია იწვევს, რაც ძირითადად მზისა და ქარის პოტენციალის გამოყენებას გულისხმობს. 

გარდა იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჰიდრორესურსის დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია, ზოგ შემთხვევაში ქარისა და მზის მიკროსადგურის მონტაჟი უფრო მარტივიცაა, მაგალითად სახლის სახურავზე მზის პანელების განთავსება.


საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ეროვნული ასოციაციის ცნობით ევროპაში 2017 წელს მზის და ქარის გენერაციამ 680 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც სქართველოს ჯამურ გენერაციას 58-ჯერ აღემატება.


ტექნოლოგიების განვითარება, ფასების ვარდნა, გლობალური დათბობის რისკების შეფასება ალტერნატიულ ენერგიას სულ უფრო პოპულარულს ხდის, დღეს ელექტროენერგიის მსოფლიო გენერაციაში მზისა და ქარის წილი ჯამში 4%-ზე ნაკლებია, 2040 წლისთვის კი 35%-მდე ზრდაა ნავარაუდევი.


საქართველოში მხოლოდ 1 ქარის ელექტროსადგური მოქმედებს, რომელიც 2017 წელს საპროექტო სიმზლავრეზე გავიდა, 2018 წლის იანვარში კი გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაგეგმილს 11%-ით გადააჭარბა.  


 


მსგავს თემაზე


ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში დაგეგმილზე 11%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავა


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


სხვა სიახლეები