• Ƀ/$

ბიძინა ივანიშვილი „რობინ ჰუდის რეიტინგში“ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს

12 თებერვალი 16:24 | კომპანიები

სააგენტო Bloomberg-მა „რობინ ჰუდის ინდექსი“ შეადგინა, რომელსაც საფუძვლად დაედო ქვეყნების ყოველდღიური ხარჯები და ამ ქვეყნების ყველაზე მდიდარ მოქალაქეთა ქონების მოცულობა.

რეიტინგის თანახმად, ყველაზე წარმატებული პოტენციური რობინ ჰუდი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. მისი ქონება საკმარისი იქნებოდა, საქართველოს ხარჯები 430 დღის განმავლობაში დაეფარა.


რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომელიც Bloomberg-ის ვერსიით, ალეკსეი მორდაშოვია, თავისი ქონება რომ ქვეყნის ბიუჯეტისთვის გადაეცა, ფედერალური ხარჯებისთვის მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში იქნებოდა საკმარისი.


მორდაშოვს მარტივად უსწრებენ რობინ ჰუდები უკრაინიდან და ყაზახეთიდან, რომელთა ქონებაც ამ ქვეყნებს თვეზე მეტხანს ეყოფოდათ.


აშშ–ს, თავისი უზარმაზარი ბიუჯეტით, Amazon.com Inc–ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ კვირასაც კი არ ეყოფა. იგივე მდგომარეობაშია ჩინელი რობინ ჰუდიც – Alibaba Group Holdings Ltd.–ის დამფუძნებლის ჯეკ მას ქონება რამდენიმე დღით უზრუნველყოფდა ცისქვეშეთს.


Bloomberg-მა თავისი რეიტინგისთვის 49 ქვეყნა შეარჩია სხვა და სხვა მმართველობის რეჟიმით და ამ ქვეყნების უმდიდრესი ადამიანების აქტივევბი (დეკემბრის მონაცემებით) სახელმწიფო უწყებების ყოველდღიური დაფინანსების მოცულოებებ შეადარა.


სააგენტომ „რობინ ჰუდის ინდექსისთვის“ მილიარდერების საკუთარი ინდექსი და ქვეყნების ხარჯების შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფინდის მონაცემები გამოიყენა.


სხვა სიახლეები