• Ƀ/$

„ნამახვან ჰესების კასკადის“ მშენებლობა 2018 წელს დაიწყება

12 თებერვალი 17:09 | ეკონომიკა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი „ნამახვან ჰესების კასკადის“ მშენებლობა 2018 წელს დაიწყება. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განუცხადა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით. პროექტს კომპანია Clean Energy Group Georgia ახორციელებს.


„ნამახვან ჰესების კასკადი“ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში უნდა აშენდეს. პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს მდინარე რიონზე, რომელიც ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან შედგება.  ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მეგავატია. სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 1.56 მილიარდი კვტ/სთ.


პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მილიონ დოლარს აჭარბებს. კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 2021 წელი.


ჰესის ისტორია ჯერ 1972 წელს იწყება, როდესაც პროექტის პირველი ვარიანტი შემუშავდა. ცვლილებების შემდეგ მოსამზადებელი სამუშაოები მხოლოდ 1988 წელს დაიწყო და მალევე შეჩერდა.  საბოლოოდ კი 2017 წელს ტენდერში ნორვეგიულმა Clean Energy Group-მა გაიმარჯვა. პროექტი საქართველოში ყველაზე დიდი ნორვეგიული ინვესტიცია იქნება.


 


მსგავს თემაზე


ეკონომიკის მინისტრმა ენგურჰესის თაობაზე აფხაზეთში შეხვედრები გამართა


"ნენსკრაჰესს" დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმაც გამოუყო


წლის ეკონომიკური მოვლენები საქართველოში


სხვა სიახლეები