• Ƀ/$

თბილისი-ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგი იცვლება

12 თებერვალი 17:35 | კომპანიები

თბილისი-ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლის მოძრაობის განრიგი 15 თებერვლიდან შეიცვლება.

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ცნობით, გრაფიკის შეცვლა ბაქო-ბეიუკ კესიკის გადასარბენზე სიჩქარის გაზრდის გამო გახდა აუცილებელი.


ცვლილების თანახმად, ბაქოდან ადგილობრივი დროით 21:50 საათზე გასული მატარებელი თბილისში 10:30 საათზე ჩავა (ნაცვლად არსებული 10:50 საათისა). თბილისიდან შემადგენლობა 20:35 საათზე გავა (ნაცვლად არსებული 19:45 საათისა) და ბაქოში 09:00 საათზე ჩავა.


სხვა სიახლეები