• Ƀ/$

ბაქო-თბილისი-ყარსი ძალებს იკრებს

13 თებერვალი 10:24 | ეკონომიკა

ევროპასა და აზიას შორის მანძილისა და დროის განზომილებით უმოკლესი და რეგიონის ყველაზე უსაფრთხო ზონებში გამავალი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გადამზიდავებში დღითი დღე მეტ ინტერესს იწვევს.

ყაქოთბილისიყარსის სარკინიგზო მაგისტრალი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც იქცა ფართო განხილვის საგნად. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ სატრანზიტო დერეფნის შესახებ მსფოფლიოს ქვეყნების ლიდერებსა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს უამბო.


პროექტით დიდად დაინტერესდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნები, მათ შორის თურქმენეთი, ყაზახეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ჩინეთი და ინდოეთი. ეს ქვეყნები მსხვილ და პერსპექტიულ ბაზრებს წარმოადგენენ.


რკინიგზა 3 თვის წინ, 30 ოქტომბერს გაიხსნა და დღემდე უკვე 500 კონტეინერი გადაიზიდა. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვის ზრდის ტრენდი ურყევად შენარჩუნდება.


„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა ჟურნალისტებს გასულ კვირაში აცნობა, რომ ავსტრია ბაქო–თბილისი–ყარსის მიმართულებით პირველ სატვირთო შემადგენლობას ამზადებს, რომელიც ყაზახეთში გადაიტვირთება. ამ მარშრუტით დაინტერესება ევროპაში ჩეხეთმა, ბულგარეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გამოხატეს.



ბაქო–თბილისი–ყარსის ეფექტიანობაზე მიუთითებს ამ მიმართულებით რუსეთის დაინტერესებაც, რომელიც წელიწადში დაახლოებით 70 ათასი ტონა მეტალურგიული პროდუქციის გადაზიდვას გეგმავს თურქეთში. თურქეთიც არ გაუშვებს შანსს, სარკინიგზო კომუნიკაცია დაამყაროს რუსეთის ფედერაციასთან.


ამ ტარნსკავკასიურ მაგისტრალს მაისში სამგზავრო მატარებლის გაშვება ახალ ელფერს შესძენს. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით მგზავრები ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლებენ ტრანსევროპულ და ტრანსაზიურ სარკინიგზო ქსელებზე გადაადგილებას. სამგზავრო მიმართულებით საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება ტურისტული მატარებლის გაშვება, თუმცა ეს პროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია.


მსგავს თემაზე:


ავსტრიული ტვირთები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე გაივლის


ირანი-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რკინიგზა მარტში გაიხსნება


ბაქოში პირველი ჩინური მატარებელი ჩავიდა


სხვა სიახლეები