• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

ოპეკის პოზიტიური პროგნოზი ნავთობის ფასს ზრდისკენ უბიძგებს

13 თებერვალი 11:17 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს, ოპეკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული პოზიტიური პროგნოზის ფონზე.

Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე 0,63%–ით გაიზარდა და ბარელზე $62,98 შეადგინა. წინა სესიაზე ამ მარკის ნავთობმა 0,32% დაკარგა და $62,59 ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც 22 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


WTI მარკის „შავი ოქროს“ მარტის ფიუჩერსების ფასი 0,54%-ით გაიზარდა და 1 ბარელზე $59,61 შეადგინა.


გუშინდელ სესიაზე ნავთობის გაძვირების შემაფერხებელ ფაქტორად მიმომხილველები აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზს უკავშირებენ, რომლის თანახმად, 7 უმსხვილესი კომპანია ტორფის ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 6,756 მლნ ბარელამდე გაზრდას გეგმავს.


ოპეკმა ორშაბათს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.


სხვა სიახლეები