• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

2018 წელს საქართველო „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ ახალ კანონს მიიღებს

13 თებერვალი 12:31 | ეკონომიკა

​​ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თაობაზე სასაუბროდ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა. 

შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობა პოზიტიურად შეფასდა.  ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება ენერგოსექტორში, რომლის მიზანსაც ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დაახლოება, ევროკავშირის ენერგობაზართან ინტეგრაცია და კონურენციის ზრდა წარმოადგენს, რაც როგორც დარგის განვითარებაზე, ასევე ადგილობრივი მომხმარებლის კეთილდღეობაზე   დადებითად აისახება


ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით საქართველო 2018 წელს „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ ახალ კანონს მიიღებს.


შეხვედრაზე, რომელზეც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ, სამომავლოდ საქართველოსა და ეცროკავშირს შორის ენერგოსექტორში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.


საქართველო, ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი 2017 წლის ივლისიდან გახდა, რამაც ქვეყანას კონკურებტული ბაზრის ჩამოყალიბების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის შესაძლობლობა გაუფართოვა.


 “ენერგეტიკული გაერთიანების“ (Energy Community) მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის დირექტივებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ქარტიის პრინციპებს ეფუძნება. გაერთიანების პრიორიტეტთა შორისაა განახლებადი, სუფთა ენერგეტიკული წყაროების ათვისება, რაც საქართველოს თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებთან ელექტროენერგიის ვაჭრობის შანსს აძლევს.


 


მსგავს თემაზე


განახლებადი ენერგიის წილი დიდი სისწრაფით იზრდება


ჩეხეთი და აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერენ ხელს


ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში დაგეგმილზე 11%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავა


სხვა სიახლეები