• Ƀ/$

საქართველოს ვენახების კადასტრის შედგენის პროექტში პორტუგალიური მხარე ჩაერთო

13 თებერვალი 14:36 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის შესრულებაში პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო. პროექტს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (GIZ) უცხადებს.

ანა ლუჟი 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში კონსულტანტად იმუშავებს.  ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია.


რაჭა-ლეჩხუმში 886.9 ჰა, ყვარლში 5533,4 ჰა, თელავში 5477,9 ჰა და ახმეტაში  1818,2 ჰექტარი ვენახი აღირიცხა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული.


 


მსგავს თემაზე


ფრანგულ გამოფენაზე ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს


იანვარში ღვინის ექსპორტმა 5 მილიონ ბოთლს გადააჭარბა


სხვა სიახლეები