• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

ირანს სომხეთისთვის გაზი რუსეთზე იაფად არ შეუთავაზებია – მოხდება თუ არა საქართველოში ტრანზიტი

13 თებერვალი 15:24 | ეკონომიკა

ირანს სომხეთისთვის ბუნებრივი გაზი იმაზე ნაკლებ ფასად არ შეუთავაზებია, ვიდრე ამას რუსეთი აკეთებს. თუმცა, სომხეთი მზადაა ირანული გაზის საქართველოში ტრანზიტითვის, ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.

ამის შესახებ სომხეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურების და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ აიკ არუთუნიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.


ირანის ელჩმა სომხეთში გუშინ განაცხადა, რომ თეირანი მზადაა, ერევანს გაზი მისაღებ ფასად მიაწოდოს, თუ სომხური მხრიდან ასეთი დაინტერესება იქნება.


„დღეს ჩვენ ირანთან მოლაპარაკებებს მოცულობების გაზრდის მიმართულებით ვაწარმოებთ, რაც პროგრამის „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“ ფარგლებში მიმდინარეობს და ამ მიმართულებით შეზღუდვები არ არსებობს. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ გარიგების ზრდაში პრობლემებს და ეს საგრძნობი იქნება“, – თქვა არუთუნიანმა.


მისი თქმით, გაზის მოცულობის გასაზრდელად დღეს ყველა პირობა არსებობს. კერძოდ, იანვარში ირანში ექსპორტირებული სომხური ელექტროენერგიის მოცულობა 104%–ით გაიზარდა და ტენდენცია თებერვალშიც ნარჩუნდება.


რაც შეეხება პირდაპირ შესყიდვებს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ირანულ მხარეს სომხეთისთვის დღემდე არ შეუთავაზებია იმაზე ხელსაყრელი პირობები, რასაც რუსეთი აძლევს.


ირანული გაზის საქერთველოში ექსპორტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით არუთუნიანმა განაცხადა, რომ თუ თბილისი და თეირანი კონკრეტულ შეთანხმებამდე მივლენ, სომხეთი მზადაა, განიხილოს სატრანზიტო ნიუანსები და საფასურის მოცულობა.


რუსეთმა და სომხეთმა 2016 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ბუნებრივი აირის ტარიფის 1000 კუბურ მეტრზე $165–დან $150–მდე შემცირების შესახებ.


სხვა სიახლეები