• Ƀ/$

პარლამენტში მოლდოველ და უკრაინელ წარმომადგენლებთან ერთად DCFTA-ის შედეგებზე ისაუბრეს

13 თებერვალი 15:40 | მედია ბიზნესისთვის - M2B

DCFTA-ის შესრულებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე დღეს, საქართველოს პარლამენტში საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპარლამენტარების შემადგენლობით გამართულ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს.  

სხდომას სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები ევროპარლამენტარი კლერ მუდი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ხელმძღვანელობდა.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, ასოცირების ხელშეკრულებით მიღებულ სარგებელზე ისარგებლა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ერვოკავშირში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია ექსპორტიორ კომპანიათა რაოდენობა და ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქტის ცნობადობა. მისივე განცხადებით, რატიფიცირების პროცესშია შეთანხმება რომელიც თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გახდის შესაძლებელს. 


მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო პროექტი  „აწარმოე საქართველოში“. „ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ამ ინსტიტუციის, რათა მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სამეწარმეო სწავლება, ფინანსურ წყაროებთან წვდომა, ექსპორტისა და იმპორტის პოპულარიზაცია და სხვა.“


 სხდომაზე კარლო ნატალემ დამსწრე საზოგადოებას ევროკომისიის ანგარიშები გააცნო. მან პარტნიორ ქვეყნებში DCFTA-ის დადებით ზეგავლენაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  2017 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ექსპორტია კუთხით მნიშვნელოვანი ზრდაა სამივე ქვეყანაში.


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის შემდეგი სხდომა ივნისში გაიმართება.


სხვა სიახლეები