• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

ჰიდროგენერაცია ელექტროენერგიის მიღების ყველაზე იაფ საშუალებად დასახელდა

13 თებერვალი 16:33 | ეკონომიკა

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ყველაზე იაფი "ენგურჰესს“ უჯდება. ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 1.82 თეთრით განისაზღვრება. მაშინ როცა გარდაბნის თბოსადგურის ტარიფი 8 თეთრს აღწევს, ქართლის ქარის ელექტროსადგურის კი - 6.89 ცენტს.    

მსგავსი სიტუაციაა დანარჩენ მსოფლიოშიც. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჰიდროგენერაცია 5 აშშ ცენტით კვტ.სთ-ზე რჩება ყველაზე იაფ განახლებადი ენერგიის წყაროდ.


ახალი პროექტებიდან, რომლებიც 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ჰიდროგენერაციის ღირებულებამ 5 აშშ ცენტი/კვტ.სთ-ზე შეადგინა. ხმელეთზე განლაგებულმა ქარის სადგურების გენერაციის ღირებულებამ 6 აშშ ცენტი/კვტ.სთ-ზე, 7 აშშ ცენტი შეადგინა ბიო და გეოთერმული ენერგოპროექტების გენერაციამ, ხოლო 10 აშშ ცენტი მზის სადგურების გენერაციამ.  


ტარიფი რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.აზიაში ის კვტ/სთ-ზე 4 ცენტს შეადგენს, სამხრეთ ამერიკაში 5 ცენტს, აფრიკაში 7 ცენტს და ევროპაში 12 ცენტს.


ჰიდროელექტროსაგურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სტაბილურობაა. წყალსაცავიანი ჰესი ელექტროენერგიას დღის და წლის ნებისმიერ მონაკვეთში გამოიმუშავებს.


ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გენერაცია წიაღისეული საწვავიდან წარმოებულ ელექტროენერგიაზე იაფია. ქარისა და მზის ენერგია ჯერჯერობით ისევ ძვირიან სეგმენტად რჩება, თუმცა ფასები ვარდნას განაგრძობს. მათი პოტენციალი კი იმაზე ბერად მეტია ვიდრე დღეს მსოფლიო მოიხმარს. მოხმარებისა და გენერაციის წილი კი როგორც განახლებად, ასევე მთელს ენერგეტიკაში მუდმივად იზრდება.


 


მსგავს თემაზე


განახლებადი ენერგიის წილი დიდი სისწრაფით იზრდება


"სამი ხეობის კაშხალი" - 30 მილიონი ცხენის ძალის მქონე ჰესი


სხვა სიახლეები