• Ƀ/$

2020 წლისთვის მგზავრობის დრო თბილისიდან რაჭამდე 1.5-2 საათით შემცირდება

13 თებერვალი 18:25 | ეკონომიკა

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, მგზავრობის დროს კი 1.5-2 საათით შეამცირებს. ახალი გზა 45 კმ სიგრძის იქნება და საჩხერიდან დაიწყება.

გზის მშენებლობა 5 ნაწილად არის დაგეგმილი. ტენდერი უკვე დასრულდა პირველ მონაკვეთზე და ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია დასრულების ეტაპზეა და ტენდერი მომდევნო 5 კილომეტრის მშენებლობაზე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.


სამშენებლო სამუშაოების დასრულება ყველა მონაკვეთზე 2020 წლისთვის იგეგმება.


გზა რამდენიმე სოფელზე გაივლის და საბოლოოდ,  ამბროლაური-ონის საგზაო მონაკვეთს შეუერთდება, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ონიდან კი 5 კილომეტრით. 


მსგავს თემაზე:

ირანი–აზერბაიჯანის დამაკავშირებელ რკინიგზაზე სატესტო მატარებელმა გაიარა



სხვა სიახლეები