• Ƀ/$

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის 5 ქალაქში უფასო ხდება

14 თებერვალი 15:31, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გერმანია, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 5 ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფასოს ხდის.

ევროკომისარმა გარემოს დაცვის მიმართულებით, კარმენიუ ველამ, გერმანიის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, ასევე კანცლერის აპარატს წერილი მისწერა და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა სთხოვა.    


გერმანიის მთავრობის მოსაზრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა, საკუთარი ავტომობილის გამოყენებაზე, მეტ ადამიანს ათქმევინებს უარს, რაც ნახშირორჟანგისა და აზოტის გამოყოფას შეამცირებს.


საწყის ეტაპზე 5 ქალაქი შეირჩა: ბონი, ესენი, რეუტლინგი, მერჰეიმი და ჰერბერგი რომელიც შტუტგარდის, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს.


ეკოლოგიური პროგრამის ფარგლებში გერამნიას ასევე სურს ელექტრო ტაქსებისა და ზოგადად ელექტრომობილების წახალისების დონის გაზრდა. ამჟამად ახალი ელექტრომობილის შემძენს 4000 ევრო უნაზღაურდება.


 


მსგავს თემაზე


ჩინეთი ტყის მასივს, საქართველოს ტოლი ფართობით ზრდის


თბილისის ავტობუსების პარკის ნაწილი 2018 წელს განახლდება


„ისლანდია“ ეკოლოგიურ პოლიტიკას ამკაცრებს


სხვა სიახლეები