• Ƀ/$

მაკაუ - მეორე ჰონგ-კონგი

17 თებერვალი 13:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ჰონკონგის სახელი მსოფლიოს 5 კონტინენტზე 200-ზე მეტ ქვეყანაში ცნობილი. მაკაოს მასავით არა გაუმართლა, თუმცა საშუალო სტატისტიკური მაკაოელი საშუალო სტატისტიკურ ჰონკონგელზე მდიდარია. 

მაკაო, ჩინეთის მეორე სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც პორტუგალიისგან ჩინეთს 1999 წელს გადაეცა. მისი ფართობი სულ რაღაც 30.5 კმ2-ს შეადგენს, რაც ჰონ-კონგის ფსართობის 2.76%-ზე და საქართველოს ფართობის 0.04%-ზე ნაკლებია. ბათუმის ½  ზომის ქალაქსახელმწიფოში 650 000 ადამიანი ცხოვრბს და ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მიდინარე ფასებში $73 000-ს აჭრბებს, მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით კი 104 000 დოლარსაც აღემატება.



მემარჯვენეებს 2 კორეის გარდა ჩინური ქეისიც ხიბლავთ. დენ სიაო პინის რეფორმებამდე ჩინეთი ღატაკი სახელმწიფო იყო $307 ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში, მას ბურკინა ფასო, სიერა-ლეონე და რუანდა უსწრებდა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე შემოსავლებით არც ახლაა მდიდარი, მაგრამ 40 წლის წინადელთან შედარებით განსხვავება კოლოსალურია. ასეთი მკვეთრი ზრდის მიუხედავად ჩინეთი ბევრად ჩამორჩება მაკაოსა და ჰონკონგს ქვეყნებს სადაც კომუნისტური რეჟიმი არასდროს ყოფილა.


ტერიტორიულად მაკაო ჩინეთის სამხრეთ აღმოსავლეთით ჰონგ-კონგიდან 61 და შენზენიდან 64 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თავად შენზენი ახალი ინდუსტრიული ქალაქია სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ბრენდის უამრავი ლეპტოპი და სმარტფონი იწარმოება.



მაკაო 1557-1999 წლებში პორტუგალიის საკუთრებას წარმოადგენდა. ამჟამად ის ოფიციალურად ჩინეთის ნაწილია, თუმცა დამოუკიდებელ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, განსხვავებული საგადასახადო სისტემითა და საკუთარი ვალუტით.


მსოფლიოში აზარტული თამაშის სულ რამდენიმე ცენტრია: შეერთებულ შტატებში ლას-ვეგასი, ევროპაში მონაკო, აზიაში კი მაკაო.


მაკაუში მეტროს გახსნა 2020 წლისთვის იგეგმება. მას 2 ხაზი და 21 სადგური ექნება. მაკაუს საერთაშორისო აეროპორტი კი 2016 წელს 6.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, 2.2-ჯერ მეტს ვიდრე იმავე პერიოდში საქართველოს ყველა აეროპორტი.


მაკაუს ეკონომიკის 90% მომსახურების სექტორს უჭირავს, 10% კი წარმოებას. თავად მომსახურებაში წამყვანი ადგილი ტურიზმს, სათამაშო ბიზნესსა და საფინანსო მომსახურებას უკავია. გარდა ამისა ქვეყანა ტექსტილის ნაწარმის ექსპორტსაც ახორციელებს.


მაკაუში სკოლამდელ და სასკოლო განათლებას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ქვეყანას საკუთარი განათლების სისტემა არ გააჩნია. ის ჩინურ, ბრიტანულ, პორტუგალიურ და კანადურ განათლების სისტემებზეა დამოკიდებული.


ცხოვრების ძალიან მაღალი დონის მიუხედავად მაკაუს ტერიტორიული და მოსახლეობის რიცხობრივი სიმცირე ქვეყანას არ აძლევს საშუალებას ჰქონდეს თუნდაც ჰონგ-კონგის მსვასი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე.




სხვა სიახლეები