• Ƀ/$

2050 წელს ქალაქებში დღევანდელზე 3 მილიარდით მეტი ადამიანი იცხოვრებს

18 თებერვალი 11:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქალაქში მაცხოვრებელთა პროცენტული წილი სულ უფრო და უფრო იზრდება. 10 წლის წინ ურბანიზაციის დონემ 50%-იანი ზღვარი გადალახა. ზრდა ახლაც გრძელდება.

მსოფლიო ურბანიზაციის დონე 1 საუკუნის წინ 13%-ს არ აღემატებოდა, 1960 წელს 35%-მდე გაიზარდა, დღეს 54%-ს აჭარბებს და 2050 წლისთვის 70%-იან ზღვარს უკან მოიტოვებს, განვითარებულ ქვეყნებში კი 80%-საც გადასცდება. უკვე დღეს იაპონიაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და ისლანდიაში ურბანიზაციის მაჩვენებლი 90%-ს აჭარბებს, მაშინ როცა ბურუნდში, უგანდაში, სამხრეთ სუდანსა და ნეპალში 20%-ზე ნაკლებია. საქართველოში კი იმდენივე რაც მსოფლიოში - 54%.


ქალქები მხოლოდ ცათამბრჯენების ერთობლიობა არაა, სადაც 100 ათასი, მილიონი, 10 მილიონი ან უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკის, ტექნოლოგიური ძვრების, სოციალურ-კულტურული გარემოს მამოძრავებელი ძალაა. მსოფლიო ეკონომიკის 80%-ზე მეტს ქალაქები აგენერირებენ.


ცხოვრების დონეს შორის სხვაობა, ქალაქსა და სოფელში განვითარებად ქვეყანაში უფრო მეტია, ხოლო ქალაქის მაცხოვრებლები, ინფრასტრუქტურით და სხვა გარემო პირობებით განვითარებული ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით ახლოს არიან. 2050 წლისთვის დედამიწაზე 9.7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, მათგან მინიმუმ 6.8 მილიარდი ქალაქში, თუმცა ქალქაში მცოვრებთა რიცხვმა შესაძლოა 7 მილიარდსაც მიაღწიოს, რაც ამჟამინდელზე 3 მილიარდით მეტია.


სულ მალე ადამინები რომლებიც XXI საუკუნეში დაიბადნენ სრულწლოვნები გახდებიან. მათ არ ახსოვთ ძველებური, პერსონალური მაგრამ დაბალი წარმადობის კომპიუტერები. მონაცემების ღრუბლოვან ტექნოლოგიაში შენახვა, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა, მათთვის ნოვაცია კი არა ცხოვრების ჩვეულებრივი წესია. ისინი საკუთარი თვალით ნახულობენ IV ინდუსტრიულ რევოლუციას და რაიმე განსაკუთრებულს ვერც მასში ხედავენ. ეს ადამიანები უახლოესი მომავლის სამუშაო ძალას წარმოადგენენ. ზოგიერთი პოზიცია რომლებსაც ისინი დაიკავებენ ჯერ არ არსებობს, ზოგიერთი პოზიცია კი, რომელზეც სურთ მათ მუშაობა ცოტა ხანში აღარ იარსებებს. ამ ადამიანების უმრავლესობა დაბადების ადგილის მიუხედავად ცხოვრებას ქალაქში ამჯობინებს.


ის ქალაქები კი რომლებშიც მილენიუმის თაობა იცხოვრებს, თანდათან ჭკვიანი, ე.წ. სმარტ ქალაქი გახდება დაწყებულიო ტოკიოთი, რომლის აგლომერაციაში უკვე დღეს 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დამთავრებული ჟენევათი და ტალინით სადაც მოსახლეობის რაოდენობა 0.5 მილიონზე ნაკლებია.


გარემოს დაბინძურება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ეკოლოგიური ტრანსპორტი რამდენად უშველის ამ პრობლემას ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გარკვეული.


 


მსგავს თემაზე


ნიუ-იორკი - რუსეთზე დიდი ეკონომიკა


ჰონგ-კონგი - სახელმწიფო სახელმწიფოში


მაკაუ - მეორე ჰონგ-კონგი


საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის 5 ქალაქში უფასო ხდება


მსგავს თემაზე:

2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)



სხვა სიახლეები