• Ƀ/$

NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ

18 თებერვალი 18:36, 2018 წელი | კომპანიები

ელექტრომობილი, დღესაც უფრო ძვირია ვიდრე იმავე კლასის ბენზინზე მომუშავე ავტომობილი, რაც დამუხტვის დროის ხანგძლივობასა და გარბენის სიმცირესთან ერთად ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. 

იაპონური ავტოწარმოების გიგანტი - NISSAN გარადმტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევს. კორპორაციის აღმასრულებელი დრირექტორის მოადგილის დენიელ სქილაჩის განცხადებით 2025 წლისათვის ბატერეების წარმოების ხარჯი იმდენად შემცირდება, რომ სამთავრობო სუბსიდირების საჭიროება დასრულდება.


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 7 წელიწადში გარდამტეხი მომენტი დადგება, ელექტრომობილისა და იმავე კლასის შიდაწვის ძრავის მქონე ავტტომობილის ფასები გათანაბრდება“ აღნიშნა დენიელ სქილაჩი Financial Time-თან ინტერვიუში.


NISSAN მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია და გაყიდვებით, დაბალი ფასის გამო TESLA-საც კი აჭარბებს. ახალი NISSAN LEAF-ის ფასი $30 000-ს შეადგენს, მაშინ როცა TESLA MODEL 3_ის ფასი $35 000-დან იწყება, თუმცა მას გარბენი 100 კილომეტრით მეტი აქვს და წარმოების მასიურად დაწყების შემდეგ შესაძლოა პირველ ადგილზე აინაცვლოს.  NISSAN LEAF საქართველოშიც ყველაზე პოპულარულია, მისი მეორადი მოდელის შეძენა, რომელიც 2010-2011 წელბშია გამოშვებული და აკუმულატორის რესურსი 110-120 კილომეტრს არ აღემატება 4.5-5 ათასი დოლარი ღირს. 100 კმ-ზე კი სხვა მცირე ზომის ელექტრომობილების მსგავსად საშუალოდ 3 ლარის ელექტროენერგია ესაჭიროება.


NISSAN-ის გარდა ტენდენციას სხვა ავტომწარმოებლებიც მიჰყვებიან. Volkswagen 2025 წლამადე 3 მილიონი ჰიბრიდისა და ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს, FORD ამ სფეროში $11 მლრდ-ის ინვესტირებას. „რენოს“, „ნისანისა“ და „მითსუბიშის“ ალიანსი 2022 წლამდე 12 ახალი მოდელის წარდგენას.


ელექტრომობილის პოპულარიზაციის მიზნით სხვადსხვა ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკას მიმართავენ. ზოგი ქვეყნის მთავრობა პირდაპირ ასუბსიდირებს მის წარმოებას, ზოგი მის მყიდველს თანხის ნაწილს უნაზღაურებს. ქვეყნების ნაწილი საწვავზე და შიდაწვისძრავიან ავტომობილზე აქციზის გადასახადს ზრდის. საქართველოში ჰიბრიდზე აქციზის გადასახადი 60%-ით ნაკლებია. ელექტრომობილ-ზე კი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა თბილისში ელექტრომობილის პარკირება უასოა.


 


მსგავს თემაზე


"ჯენერალ მოტორსი" "ტესლას" ელექტრომობილების ბაზარზე ეცილება


"ფორდი" ელექტრომობილების წარმოებაში სოლიდურ დაბანდებას გეგმავს


VOLKSWAGEN-ის სკანდალმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც აზარალა


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


Tesla რევოლუციას ამზადებს



სხვა სიახლეები