• Ƀ/$

ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა

19 თებერვალი 15:18, 2018 წელი | ანალიტიკა

ილონ მასკმა, რომელიც ცნობილია თავისი ფუტურისტული იდეებით, დუბაის მსოფლიო სამთავრობოთაშორის სამიტზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა.

მასკი, გასულ წლებში ხელოვნური იტელექტის საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას, ამჟერად კი ადამიანის და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა, რათა ბილოგიური და მანქანური უპირატესიბები გაერთიანდეს. „ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს მილიარდჯერ უფრო ჭკვიანი, ვიდრე ადამიანი და ადამიანს გადასარჩენად მასთან შერწყმა დასჭირდება.“ აღნიშნა TESLA-ს, SpaceX-ისა და Solar city-ის დამფუძნებელმა.


მასკმა ადამიანის ტვინისა და მძლავრი კომპიუტერის პირდაპირი კავშირის აუცილებლობაზეც ისაუბრა და სხვადასხვა ოპერაციის შესრულების სისწრაფეს შორის სხვაობაზეც გაამახვილა ყურადღება. „ზოგ კომპიუტერს წამში ტრილიონობით მოქმედების საშუალება გააჩნია, მაშინ როცა ადამიანი თითებით თავის სმარტფონზე მაქსიმუმ 10 მოძარაობას ახორციელებს.“ განაცხადა მან.


მასკის თქმით მის მიერ გამოთქმული მოსაზრების რეალობად ქცევა ადრე თუ გვიან მაინც აუცილებელი გახდება. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ზრდის ფონზე, როდსაც ადამიანები კარგავენ სამსახურს და ზოგ შემთხვევაში ფუნქციასაც კი, ადამიანის შესაძლებლობებისა და უნარების რადიკალურად გაზრდას ალტერნატივა არ გააჩნია.


დუბაის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ხელოვნური იტელექტის თაობაზე მასკსა და ცუკერბერგს შორის დაპირისპერება მოხდა, მაშინ როცა მასკმა ხელოვნური იტელექტი საფრთხედ მიიჩნია. ხელოვნურ იტელექტს კაცობრიობის უდიდეს საფრთხეს უწოდებს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი. თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების განვითარება სხვაგვარად ვერ გაგრძელდება.



 


მსგავს თემაზე


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?


კვანტური კომპიუტერის პროექტში ნოდარ სამხარაძის გამოგონება და საერთაშორისო აღიარება



სხვა სიახლეები