• Ƀ/$

Mercedes-Benz-მა Maybach-ი განაახლა

19 თებერვალი 16:06, 2018 წელი | კომპანიები

Mercedes-Benz-მა ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული მოდელი S-Class Maybach-ი განაახლა. ახალი Maybach-ს წინა მოდელისგან განსხვავებით, ორ ფერშია გადაწყვეტილი, 20-ინჩიანი ბორბლები აქვს. ინფორმაციას Wards Auto ავრცელებს. 

ავტომობილში განახლებულია, როგორც გარე ვიზუალური მხარე, ასევე ინტერიერი. ავტომობილს ესთეტიკურად აქვს განახლებული რადიატორის ცხაურა, რომლის დიზაინიც მან 6-მეტრიან კონცეპტუალურ მოდელისაგან Vision Mercedes-Maybach 6-ისგან აიღო.


რაც შეეხება ძრავს ის იგივე რჩება - S560 Maybach მიიღებს 463  ცხენისძალიან 4.0 ლიტრიან ბიტურბირებულ V8 აგრეგატს,ხოლო S650 აღიჭურვება 621 ცხენისძალიანი 6.0 ლიტრიანი მასიური V12-ით.


კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით Mercedes S560 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 4,6 წამში შეუძლია.


Mercedes-Maybach-ის სედანების მსოფლიო პრემიერა მარტში დაგეგმილ ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება,ხოლო მისი გაყიდვები გვიან გაზაფხულზე დაიწყება.ფასი ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა მოსალოდნელია,რომ ისინი ამჟამინდელი მოდელის მსგავსად 168,600-დან 198,700 დოლარამდე ეღირება.


მსგავს თემაზე:

Volkswagen-ის სკანდალმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც აზარალა


NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ



სხვა სიახლეები