• Ƀ/$

განახლებად ენერგიაზე ფასების კლება და სამთავრობო მხარდაჭერა მისი წარმოების მოცულობას ზრდის

20 თებერვალი 12:11, 2018 წელი | ეკონომიკა

პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან 2 წელზე მეტი გავიდა. ამ 2 წლის მანძილზე ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, ტექნოლოგიები გაუმჯობესდა და ფასები შემცირდა.

1 ვატის მისაღები მზის პანელის ფასი 60-დან 40 ცენტამდე დაეცა. მზის ელექტროსადგურით მიღებული ელექტროენერგიის ღირებულება კი ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად 50%-ითაც შემცირდა. გიგაფაქტორის ქარხანამ კი ელექტრომობილის აკუმულატორების ფასი თითქმის 60%-ით 550-დან 230 დოლარამდე შეამცირა 1 კილოვატზე.



გარდა ტექნოლოგიური წინსვლისა, პრგორესი საკითხის მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერაში აშკარა პროგრესი იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა, შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წარმოება მაინც გაიზარდა, გარდა ამისა სხვა ქვეყნის მთავრობებმა კლიმატზე ზრუნვა სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანეს, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა პლანეტის #1 დამაბინძურებელი ჩინეთი.


ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიც არიან: Google, Apple და F acebook ცდილოლებენ, რომ მათ მიერ მოხმარებუყლი ენერგია მთიანად განახლებადი წყაროებისგან იყოს მიღებული.


სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია. მთელ რიგ სახელმწიფოებს ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების გრანდიოზული ვალდებეულებები აქვთ აღებული საკუთარ თავზე. ამასთან ერთად ფასების მუდმივი შემცირების ფონზე ახლოვდება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც განახლებადი ენერგიის ღირებლება, წიაღისეული საწვავისგან მიღებულს გაუტოლდება, ეს კი ყველაზე დიდი სტიმული იქნება როგორც მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. სუბსიდირების საჭიროებაც მოიხსნება.


 


მსგავს თემაზე


განახლებადი ენერგიის წილი დიდი სისწრაფით იზრდება


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის 5 ქალაქში უფასო ხდება


თბილისის ავტობუსების პარკის ნაწილი 2018 წელს განახლდება


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში დაგეგმილზე 11%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავა



სხვა სიახლეები