მინისტრის ცნობით, აღნიშნულის შესახებ 22 თებერვლიდან მეწარმეებთან შეხვედრები დაიწყება.
მინისტრმა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებზე ბრუნვის გადასახადი 5-დან 1%-მდე მცირდება. მცირე ბიზნესად კი ჩაითვლება ის კომერციული საქმიანობა, რომლის ბრუნვაც წელიწადში 500 000 ლარზე ნაკლებია, ნაცვლად არსებული 100 000 ლარისა. რეფორმით 120 000-მდე ადამიანი, მცირე მეწარმეთა თითქმის 100% ისარგებლებს.