• Ƀ/$

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება

22 თებერვალი 12:19, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც დაესწრო. პროექტს მსოფლიო ბანკი 12 მილიონი ლარით აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია,  ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების  რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში  სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები მოეწყობა.


ზურაბ ალავიძემ ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი რეაბილიტაცია ტურიზმზე დადებითად აისახება.


სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს. 


 


სხვა სიახლეები