• Ƀ/$

საუდის არაბეთის მკაცრი დისციპლინა ნავთობს აძვირებს

26 თებერვალი 11:17, 2018 წელი | ეკონომიკა

ნავთობის ფასი დღეს დილიდან ზომიერად იზრდება, საუდის არაბეთის მიერ „ოპეკ+“-ის გლობალური პაქტის პირობების მკაცრად დაცვის ფონზე.

Brent–ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე 0,27%–ით გაიზარდა და $67,49 ნიშნულზე ივაჭრება.


WTI მსუბუქი ნავთობის ფასი ნიუ–იორკის ბირჟაზე დღეს დილით $63,82–ის ფარგლებში ფიქსირდებოდა, რაც 0,42%–ით აღემატება წინა სესიის დახურვისას დაფიქსირებულ ფასს.


საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალიდ ალ–ფალიჰმა შაბათს განაცხადა, რომ იანვარი–მარტის პერიოდში ნავთობმოპოვების მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალი იქნება გლობალური შეთანხმებით დადგენილ კვოტასთან შედარებით.


სააგენტო როიტერს ნავთობის სფეროდან წყარომ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს აცნობა, რომ ერ–რიადი ნავთობის ექსპორტს, პირველი კვარტლის განმავლობაში, დღე–ღამეში 7 მილიარდი ბარელის დონეზე შეინარჩუნებს.



სხვა სიახლეები