• Ƀ/$

ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ

26 თებერვალი 12:12, 2018 წელი | ეკონომიკა

მატარებელი ეკოლოგიურ ტრანსპორტად მიიჩნევა, რადგან ელექტროენერგიის მეშვეობით გადაადგილდება, ბრიტანელებს უფრო შორს წასვლა სურთ და ცდილობენ, თავად ელექტროენერგიაც ეკოლოგიური გზით, მზის მეშვეობით მიიღონ.

გეგმა არც ისე მარტივად განსახორციელებელია. თანამედროვე მზის პანელების მარგი ქმედების კოეფიციენტიც კი 22%-მდეა, ამის გამო მატარებლის სახურავზე დამონტაჟებული პანელები არასაკმარისი იქნება და საჭირო გახდება დამატებითი მზის ელექტროსაგურების აგება.


ცოტა ხნის წინ, ასევე მოეწერა შეთანხმებას ხელი, რომლის ძალითაც, შედარებით მცირე ზომის ბელფასტის აეროპორტის (5.2 მლნ. მგზავრი წელიწადში) ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 25%-ს მზის პნალები დააკმაყოფილებენ.


მატარებლის გამოგონება სწორედ ბრიტანეთს და ჯორჯ სტეფანსონს უკავსირდება. 1830 წელს ლივერპული-მანჩესტერის ხაზი გაიხსნა. დღეს სარკინიგზო ხაზის სიგრძე ბრიტანეთში 16500 კმ-ს შეადგენს, რის მიხედვითაც ესპანეთსა და თურქეთს უსწრებს, მაგრამ  პოლონეთსა და უკრაინას ჩამორჩება. #1 კი 228 000 კმ-იანი ხაზით შეერთებული შტატებია.  


 


მსგავს თემაზე


STADLER საქართველოში წარმოების დაწყებას გეგმავს


ბაქო-თბილისი-ყარსი ძალებს იკრებს


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


Eurostar ამსტერდამშიც გამოჩნდება



სხვა სიახლეები