• Ƀ/$

გერმანიის ექსპორტშიც და იმპორტშიც ავტომობილები ლიდერობენ

26 თებერვალი 21:25, 2018 წელი | ეკონომიკა

ავტომობილები და სათადარიგო ნაწილები გერმანიის სასაქონლო ექსპროტში ლიდერობას ინარჩუნებს და დარგის წილმა 2017 წლის მთლიან ექსპორტში 18,3% შეადგინა. ამავე დროს, ქვეყნის იმპორტშიც ავტომობილები ლიდერობენ.

გერმანიიდან ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების ექსპორტმა 2017 წელს მთლიანობაში 234,4 მლრდ ევრო შეადგინა, ნათქვამია გერმანიის ფედერალური სტატისტიკური უწყების წინასწარ დაანგარიშებაში.


სააგენტო როიტერის ცნობით, ექსპორტში ავტოინდუსტრია მერვე წელია, რაც უცვლელად ლიდერობს. მომდევნო ადგილზეა დაზგები და დანადგარები (183,6 მლრდ ევრო) და ქიმიის ნაწარმი (114,7 მლრდ ევრო).


იმპორტის ლიდერი


ამავე დროს, ავტომობილები იმპორტშიც ლიდერობენ – გერმანიამ გასულ წელს უცხოურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებში 114,6 მლრდ ევრო დახარჯა. მეორე ადგილზეა გამომთვლელი მოწყობილობების, ელექტროტექნიკისა და ოპტიკური ნაკეთობების იმპორტი – 112,7 მლრდ ევრო. იმპორტში ლიდერთა სამეულს კვლავ დაზგები და დანადგარები ხურავენ 80,5 მილრდ ევროს მოცულობით.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საანგარიშო პერიოდში გერმანიის ექსპორტმა ბოლო 6 წლის რეკორდი დაამყარა. 2017 წელს გერმანიის ექსპორტის მთლიანი მოცულობა 6,3%–ით გაიზარდა – ახალ, რიგით მეოთხე რეკორდულ მაჩვენებლამდე 1279,4 მლრდ ევროს მოცულობით. იმპორტს რაც შეეხება, საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 8,3%–ით გაიზარდა 1034,6 მლრდ ევრომდე.


სხვა სიახლეები