• Ƀ/$

ბანკების საკრედიტო პორტფელი 21 მილიარდ ლარს აჭარბებს

27 თებერვალი 10:30, 2018 წელი | ფინანსები

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 103.0 მლნ ლარით 21.9 მლრდ. ლარამდე გაიზარდა.

ლარში გაცემული სესხების მოცულობა 426 მილიონი ლარით (4.7%-ით) გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი პირიქით 323 მილიონი ლარით შემცირდა, რაც 2.6%-იან კლებას უდრის, თუმცა გაცვლითი კურსის ცვლილების გარეშე 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდებოდა. 01.01.18-ისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.5922-ს შეადგენდა, 01.02.18-ისთვის კი 2.4962-ს.


რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობამ 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა სესხის მოცულობამ კი 9.4 მილიარდი ლარი.


მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.66 პროცენტი შეადგინა. რაც პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით 1.75%-ით მეტია.


სხვა სიახლეები