• Ƀ/$

სტარტაპები 2.8 მილიონი ლარით დაფინანსდება

27 თებერვალი 11:20, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა სტარტაპერებს გრანტების პროგრამა გააცნეს.

აღნიშნული პროგრამა მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.


პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნოპარკში ჩატარდა, 200-ზე მეტი პოტენციური და მოქმედი სტარტაპერი დაესწრო.


თანადაფინანსების გრანტები დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. 1 პროექტისთვის გასაცემი გრანტის მქასიმალური ოდენობა 100 ათას ლარს შეადგენს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი კი 2.8 მილიონი ლარია.


მსგავს თემაზე:

ტექნოპარკში გასული ტურისტული წელი შეაჯამეს



სხვა სიახლეები