• Ƀ/$

ჩინეთიდან სატვირთო მატარებელი დაიძრა, რომლის ტვირთი საქართველოს გავლით იტალიაში ჩავა

27 თებერვალი 14:26, 2018 წელი | ეკონომიკა

ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მეათასე სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობა დაიძრა, რომელიც კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით იტალიაში გადაიტვირთება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.


სააგენტოს ცნობით, მატარებელი ჩინური წარმოების ტომატის პასტითაა დატვირთული, რომელიც ყაზახეთის პორტიდან ბაქოში ბორანით გადაიტვირთება, შემდეგ შემადგენლობა ფოთის პორტში ჩავა, სადაც პროდუქცია გემზე გადაიტვირთება და იტალიის ქალაქ ნეაპოლში ჩავა.


გეგმის თანახმად, 10,5 ათასი კილომეტრის სიგრძის მარშრუტი ტვირთმა 25 დღეში უნდა გაიაროს, რაც ორჯერ ნაკლებია პირდაპი საზღვარო გადაზიდვის დროსთან შედარებით.


ჩინეთს ცენტრალური აზიისა და ევროპის 17 ქვეყნის 24 ქალაქთან 19 მოქმედი სარკინიგზო მარშრუტი აკავშირებს. წელიწადში ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით დაახლოებით 200 დასახელების საქონელი გადაიტვირთება.


წლის ბოლომდე ჩინეთის პროვინცია ურუმჩიდან ევროპის მიმართულებით 1400 სატვირთო მატარებელი გაემართება.


სხვა სიახლეები