• Ƀ/$

პოლონეთში ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა

27 თებერვალი 14:33, 2018 წელი | ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი „Malinova“-ს ორგანიზებით, ქართული ღვინო პოლონეთის ქალაქებში: ზაკოპანესა და კრაკოვში წარადგინეს. პრეზენტაცია სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების თასის გათამაშების ფარგლებში მოეწყო.

„Malinova“-ს ორგანიზებულ ღონისძიებაზე კრაკოვში, ქართული ღვინო ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში დააგემოვნეს. ღონისძიებაზე 200-მდე სტუმარი იყო მოწვეული.  


ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera”-ს მიერ მოეწყო ამ დღეებში კრაკოვში, სადაც ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოც. სემინარს „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა, რომელსაც ადგილობრივი იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღვინის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით პოლონეთში სხვადასვხა სახის ღონისძიებები კიდევ აქვს დაგეგმილი.


პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია  2 676 440 ღვინო, რაც  15  %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით ექსპორტირებული  177 01 8ბოთლი ღვინო, რაც  13 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩევნებელს.


მსგავს თემაზე


იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოს ვენახების კადასტრის შედგენის პროექტში პორტუგალიური მხარე ჩაერთო


მსგავს თემაზე:

ღვინისა და ღვინომასალების ექსპორტი 46%-ით გაიზარდა


ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ქართველ მეღვინეებს გაყიდვების კუთხით კონსულტაციები გაუწია



სხვა სიახლეები