• Ƀ/$

54-სართულიან ცათამბჯენში სასტუმრო "მერიოტი" განთავსდება

27 თებერვალი 15:35, 2018 წელი | კომპანიები

ბათუმში, „ალიანს ჯგუფის“ თაოსნობით, ახალი 54-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება, ინფორმაციას უძრავი ქონების პორტალი propertygeorgia.ge ავრცელებს.

„ალიანს ფრივილიჯის“ ცათამბჯენის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი,“ ზედა სართულებზე კი აპარტამენტები განთავსდება. „ალიანს ჯგუფსა“ და „მერიოტ ინთერნეიშენალს“ შორის ხელშეკრულებას ხელი 8 თებერვალს ციურიხში მოწერა.


„ალიანს ჯგუფისთვის“ „მერიოტთან“ ეს უკვე მეორე შეთანხმებაა. 41 სართულიან „ალიანს პალასში“ სადაც ასევე განთასდება სასტუმრო მერიოტი და აპარტამენტები, ფართის 95% უკვე გაყიდულია. მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდება და ექპლუატაციაში 2019 წელს შევა.


თავად „მერიოტისთვის,“ რომელიც მსოფლიოს 120 ქვეყანაში 6000 სასტუმროთია წარმოდგენილი, აღნიშნული პროექტი რიგით მერვე იქნება საქართველოში. დასრულებული და მშენებარე პროექტები კი სულ შვიდია: “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი” თბილისში,  “ავტოგრაფ ქოლექშენის” ქვეშ გაერთიანებული "პანორამა თბილისის" ფარგლებში მშენებარე ორი სასტუმრო და “პარაგრაფის” სახელით  დამკვიდრებული რეზორტის ტიპის “მარიოტი” შეკვეთილში, ასევე “მოქსი” თბილისში და “ქორთიარდ მარიოტი” ბათუმში.


“ალიანს ფრივილიჯის” მშენებლობა ბათუმში 2020 წელს დასრულდება. 160-ნომრიანი სასტუმრო “მარიოტი”ექსკლუზიურ მულტიფუნქციურ კომპლექსში 2021 წელს გაიხსნება. ბათუმის ახალი “მარიოტის” მმართველი კომპანია ამერიკული “მაქინერი ჰოსფითალითი ინთერნეშენელი” იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ-ს შეადგენს.


პროექტის დასრულების შემდეგ, შენობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.


 


მსგავს თემაზე


თბილისში "ჰილტონის" მშენებლობა დაიწყო


ლვოვი–ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა


მსგავს თემაზე:

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გუდაურში


ტრამპი აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარების $1,5 ტრილიონიან გეგმას წარადგენს



სხვა სიახლეები