• Ƀ/$

ევროპულმა კომპანიამ პუტინის გაზსადენში ასობით მილიონი ევრო ჩადო

27 თებერვალი 16:17, 2018 წელი | ეკონომიკა

გერმანულმა კომპანიამ Wintershall 2017 წელს „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“-ის გაზსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG 324 მლნ ევროთი დააფინანსა.

ამის შესახებ გერმანული კონცერნის BAS ანგარიშშია ნათქვამი, რომლის შემადგენლობაშიც Wintershall შედის.

„2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, დაფინანსებამ 324 მლნ ევრო შეადგინა“, – ციტირებს დოკუმენტს უკრაინული მედია.

კომპანია Nord Stream 2 AG 100%–ით „გაზპრომის“ საკუთრებაა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავსტრიულმა OMV-მ კომპანია Nord Stream 2 AG–ს 2,32 მლნ ევრო გამოუყო.

„ჩრდილოეთის ნაკადი – 2“–ის მილსადენის მონტაჟი ბალტიის ზღვის ფსკერზე მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. მისი სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარებას შეადგენს, რომლის მეშვეობითაც პირველ რუსულ გაზს გერმანია 2019 წელს მიიღებს.

უკრაინული მედიის ცნობით, „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“–ის მშენებლობა უკრაინის გვერდის ავლით ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც გერმატელი მომხჯმარებლებისთვის დადგენილ ტარიფებში აუცილებლად აისახება.


სხვა სიახლეები