• Ƀ/$

აშშ-ში საწვავის სავაჭრო მარაგების ზრდის ფონზე ნავთობი გაიაფდა

28 თებერვალი 10:52, 2018 წელი | ეკონომიკა

აშშ-ში საწვავის სავაჭრო მარაგების მოცულობის ზრდის ფონზე, ეტალონური მარკების ნავთობის მსოფლიო ფასები მეორე დღეა, მინუსში მიდის.

ნავთობის გაიაფებას კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი – ფედრეზერვის ახალი შეფის ჯერომ პაუელის პირველმა გამოსვლამ კონგრესში უარყოფითი გავლენა იქონია ნედლეულის ბირჟებზე.


Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,6%-ით გაიაფდა და ბარელზე $66,23 შეადგინა.


WTI მარკის ნავთობის ფასი, აპრილში მიწოდების პირობით, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე დღეს დილით 0,52%-ით გაიაფდა და 1 ბარელზე $62,68 დაფიქსირდა.


ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში ნავთობის მარაგი გასულ კვირაში 933 ათასი ბარელით გაიზარდა. იგივე წყაროს მონაცემებით, ბენზინის მარაგები ბოლო კვირაში 1,914 მლნ ბარელით გაიზარდა.


სხვა სიახლეები