• Ƀ/$

ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ

28 თებერვალი 11:15, 2018 წელი | ტექნოლოგიები

4G ქსელით, დედამიწაზე დასახლებული ტერიტორიის მხოლოდ ნაწილია დაფარული, BBC-ის ინფორმაციით, მანამ სანამ აუთვისებელი ნაწილიც დაიფარება, სატელეკომუნიკაციო კომპანიები Vodafone და Nokia ქსელის გაშვებას მთვარეზე აპირებენ. 

კოსმონავტიკაში ფოტოების დიდი ნაწილი რეალურად შავ-თეთრია და შემდეგაა გაფერადებული. 4G ინტერნეტის მეშვეობით კი მთვარიდან მაღალი ხარისხის ფოტოებისა და HD ხარისხის ვიდეოს გამოგზავნა გახდება შესაძლებელი. სიგნალს 2 მთვარემავალი გაავრცელებს, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე 2019 წელს გაიგზავნება.


მთვარეზე პირველი პილოტირებული მისია 1969 წელს გაიგზავნა, მეექვსე და უკანასკნელი კი - 1972 წელს. დონალდ ტრამპს მასზე დაბრუნება სურს. SpaceX-ის ბოლოდროინდელი მიღწევები კოსმოსური ტურების გაიაფების იმედს იძლევა.


უცხო არც კოსმოსური ინტერნეტია. იმავე ილონ მასკმა 22 თებერვალს თანამგზავრი გაუშვა, რომელმაც ინტერნეტი Wi-Fi ტექნოლოგიის მეშვეობით კოსმოსიდან უნდა გაავრცელოს. მასკმა ტვიტერზე იხუმრა კიდეც, როდესაც დაწერა: "არავის უთხრათ, მაგრამ Wi-Fi-ის პაროლი არის "martians".


 


მსგავს თემაზე


მასკმა ინტერნეტის გამავცელებელი სატელიტი კოსმოსში გაუშვა


კორეაში 5G ინტერნეტი გამოსცადეს


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?


ილონ მასკი - მიღწევები, ჩავარდნები და სამომავლო გეგმები



სხვა სიახლეები