• Ƀ/$

საქართველოს ეკონომიკის ზრდამ იანვარში 4,4% შეადგინა

28 თებერვალი 11:23, 2018 წელი | ანალიტიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4% შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში ზრდა აღინიშნებოდა  შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, სხვა კომუნალური, სოციალური და
პერსონალური მომსახურების გაწევა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლება
დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, აირისა
და წყლის წარმოება-განაწილების და კავშირგაბმულობის სფეროებში.





2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის
ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის
გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.


სხვა სიახლეები