• Ƀ/$

საქართველოში თამბაქოს მოხმარება 14%-ით შემცირდა

28 თებერვალი 15:50, 2018 წელი | ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა დე კოსტა ე სილვამ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 14% არის შემცირებული (რეალიზებული თამბაქოს რაოდენობა), რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.


მოხმარების შემცირება აქციზის განაკვეთის ზრდამ განაპირობა, 2015-2017 წლებში აქციზის განაკვეთი 1 კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 0.9 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა.  საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ვალდებულებაზე, რომელიც აქციზის განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს არანაკლებ სარეალიზაციო ფასის 60%-მდე.



როგორც სხვადასხვა კვლევები აჩვენებს აქციზის განაკვეთის ზრდა არსებლ მომხარებლებში მოწევის მაჩვენებელს უმნიშვნელოდ ამცირებს, თუმცა დამწყებ მწეველთა რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონტრაბანდული  უაქციზო სიგარეტის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთისა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის მეთოდები.


 


სხვა სიახლეები