• Ƀ/$

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის რეგულაციები მკაცრდება

1 მარტი 10:00, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის, რეგისტრაციასა და რეგულირებისათვის ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიზანიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაა. 

1 მარტიდან, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, სავალუტო ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, ოპერაციის გაუქმებისა და თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ექმნებათ. ასევე მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნებიც

28 თებერვლიდან დარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პინქტებისთვის ცვლილებები 1 მარტიდან სრულად ამოქმედდება, 28 თებრვლამდე დარეგისტრირებულ სავალუტო ჯიხურებს კი ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე მიეცემათ.


სხვა სიახლეები