• Ƀ/$

ჯეფ ბეზოსის საათი 10 000 წელი იმუშავებს

1 მარტი 15:39, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Amazon-ის დამაარსებელი და პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, რეკორდული ზომის მექანიკურ საათს ქმნის, რომელიც 10 000 წელი იმუშავებს. საათის შექმნა ბიზნესმენს $42 მლნ. უჯდება.

პროექტი ტექსასის შტატში განხორციელდება. ჯეფ ბეზოსის კუთვნილი კოსმოსური კომპანია Blue Origin, ტექსასში მთას ფლობს, განსაკუთრებული საათი სწორედ ამ მთაში განთავსდება.


საათის შესახებ იდეა 10 წლის წინ მეცნიერ დენი ჰილისს გაუჩნდა. „ამ საათის არსებობის განმავლობაში, აშშ უკვე აღარ იარსებებს. მთელი ცივილიზაცია აღზევდება და დაეცემა”. განაცხადა მეცნიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში 2011 წელს.


საათი რეკორდს არ მხოლოდ მუშაობის ხანგძლივობაში, სიზუსტეშიც დაამყარებს, ოღონდ მხოლოდ მექანიკურ საათებთან მიმართებაში. ატომური საათის ცდომილება დღე-ღამეში 1 მემილიარდედი წამია, რაც დიდი აფეთქებიდან დღემდე მხოლოდ 5 წამიან ცდომილებას უშვებს.


საათი ფიზიკური პარამეტრებითაც გამოირჩევა. მისი დიამეტრი 152 მეტრს უდრის, რაც ხეოფსის პირამიდის თავდაპირველ სიმაღლეს 5 მეტრით, ხოლო ამჟამინდელ სიმაღლეს 16 მეტრით აღემატება.


საათს სხვა რაიმე პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია, რის გამოც ჯეფ ბეზოსმა ინტერნეტმომხარებელთა ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.


როგორ იქნება ცხოვრება მოწყობილი 10 000 წლის მერე, რეალურად არავინ იცის. ფაქტი კი ისაა, რომ 10 000 წლის წინ სახელმწიფოები და ცივილიზაციები ჯერ არ არსებობდა.


მსგავს თემაზე:

Amazon-მა ვირტუალური და დამატებითი რეალობის სარკეები დააპატენტა


Amazon-ის პირველი სუპერმარკეტი სალაროების გარეშე


Amazon-მა ოფისში $4 მლრდ გადაიხადა


Apple, Amazon და Alphabet: რბოლა ტრილიონი დოლარისთვის



სხვა სიახლეები