• Ƀ/$

მოწვეული ექსპერტები "ანაკლია სითის" წარმომადგენლებს მსოფლიოს წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

1 მარტი 11:20, 2018 წელი | ეკონომიკა

„ანაკლია სითის“ მოწვევით, „თიბისი გალერიაში“, ჩეპმენის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ, ინტერნეტისა და კომუნიკაციების სამართლის ექსპერტ ტომ ბელის  ლექცია, სახელწოდებით „შენი მომავალი ქალაქი“ გაიმართა.  

საქართველოში ასევე იმყოფებიან, ქალაქებისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტებიც, მათ კერძო სექტორთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.


ვიზიტის მთავარი მიზანი „ანაკლია სითისთვის“ ქალაქისა და ეკონომიკური ზონის შესახებ კონსულტაცია, გამოცდილებისა და მსოფლიოს თანამედროვე და წარმატებული ანალოგების გაზიარებაა.


„ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობისას ჩვენ მაქსიმალურად შევისწავლით მსოფლიოს გამოცდილებას, რათა გავითვალისწინოთ საუკეთესო ან შევქმნათ ახალი და განსხვავებული; რაც მთავარია, ამ ყველაფერში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მკვლევრები იქნებიან ჩართულნი“.– განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.


ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პარალელურად, რომელმაც პირველი პანამაქსის ტიპის (10 000 კონტეინერიანი) გემი 2021 წელს უნდა მიიღოს, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმიალია „ანაკლია სითის“ მშენებლობაც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. იმავე არეალში მოეწყობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც.


 


მსგავას თემაზე


ანაკლიის პორტის წინასამშენებლო სამუშაოები გრძელდება


ანაკლიაში ისრაელიდან საწარმოთა გადმოტანა განიხილება


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პორტით დაინტერესებულ კომპანიათა რაოდენობა იზრდება


ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე წამყვანი ბრიტანული კომპანია იმუშავებს



სხვა სიახლეები