• Ƀ/$

პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიში მოისმინეს

1 მარტი 12:56, 2018 წელი | ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს. 

ანგარიში დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო, რომელმაც ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა.


2017 წელს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუმვამ $2.84 მლრდს მიაღწია, ესქსპორტი 13%-ით $646 მლნ-მდე გაიზარდა. ხელშეკრულების ამოქმდებიდან დღემდე ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი 32%-ით 700-მდე გაიზარდა.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებს კომიტეტის კიდევ ერთ სხდომას მიუძღვნიან, რომელზეც უკვე დეტალურად განიხილავენ 2018 წლის სამოქმედო გეგმას.


სხვა სიახლეები