• Ƀ/$

აჭარაში ფასდაკლების კვირეული იმართება

1 მარტი 14:48, 2018 წელი | ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით აჭარაში „Discount Week“-ის კვირეული იმართება. ფასდაკლების კვირეული 24 თებერვალს დაიწყო და 11 მარტამდე გაგრძელდება. 

აქციაში აჭარის 15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტია ჩართული. „Discount Week“-ის კვირეულში ის სასტუმროები ერთვებიან, რომელთაც მინიმუმ 39 ნომერი გააჩნიათ და მომხმარებელს 30%-იან ან უფრო მეტ ფასდაკლებას სთავაზობენ.


ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებასა და სოციალურ ქსელში რეკლამირებას მოიცავს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კი პრესტური გამართა, რომელშიც 30-მდე მედიაწარმომადგენელი მონაწილეობდა.


ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე discount.georgia.travel-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც.


„Discount Week“-ის კამპანია საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდება, მათგან პირველი კახეთი იქნება.


 


მსგავს თემაზე


ტურიზმის განვითარება – სეზონური ფაქტორების დაძლევის პოტენციალი


იანვარში, ვიზიტორთა და ტურისტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა


 


მსგავს თემაზე:

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა



სხვა სიახლეები