• Ƀ/$

კონტრციკლური ბუფერი 0%-ზე შენარჩუნდა

1 მარტი 16:51, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 2018 წლის 1 მარტის სხდომაზე  კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე, დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი ბაზელ III-ის ჩარჩოებშია დანერგილი და მის მიზანს სისტემური რისკებისგან თავის დაზღვევა წარმოადგენს. აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ჭარბი დაკრედიტება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პირიქით წაახალისოს ის.


კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში საერთო დაკრედიტების ზრდა შესაბამისობაშია ნომინალური მშპ-ს ზრდასთან. 2017 წელს სესხების წლიურმა ზრდამ, კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.7% შეადგინა. სესხების ფარდობა მშპ-თან 60%-ის ფარგლებშია და ახლოსაა მის გრძელვადიან ტრენდთან, რომელიც ბაზელის მეთოდოლოგიით არის შეფასებული.



2017 წლის დეკემბერში, ბაზელ III სტანდარტების შესაბამისად შემოღებულ იქნა კაპიტალის ადეკვატურობის ახალი ნორმები, რომლის ფარგლებშიც გამკაცრდა მოთხოვნები კაპიტალის ხარისხზე და მოცულობაზე. ასევე, შემოღებულ იქნა კაპიტალის ბუფერები, რომლის დაცვაც ბანკებს პირველადი კაპიტალის საშუალებით მოეთხოვებათ, ხოლო სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისთვის კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა დაწესდა სისტემურობის ბუფერის სახით.


ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის   მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადადის. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა კვარტალში ერთხელ გაიმართება. პირველი ასეთი სხდომა 2018 წლის 1 მარტს გაიმართა.


სხვა სიახლეები