• Ƀ/$

Tesla Model 3 გაყიდვებით პირველ ადგილზეა

3 მარტი 22:02, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ილონ მასკი წლების განმავლობაში ავტომოყვარულებს ჯერ არგამოსული Tesla Model 3-ით აოცებდა, რომელიც უნდა ყოფილიყო ბიუჯეტურიც და ამავე დროს 1 დამუხტვით 400-500 კილომეტრის დაფარვის უნარის მქონეც. 

2017 წლის აგვისტოში, რამდენიმე გადადების შემდეგ მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. დაპირებები მეტ-ნაკლებად მართალი აღმოჩნდა. დიზაინი Tesla Model S -თან ახლოს მყოფი, რომელშიც თავის მხრივ მდიდრულიMercedes S კლასის გავლენა იგრძნობა. ტყავის სავარძლები, დიდი სენსორული ეკრანი, შესაძლოა ზედმეტად დიდიც კი, უსაფრთხოების ნორმები, რომლების სავალდებულო მოთხოვნას ბევრად აჭარბებდა. 1 დამუხტვით 350-500 კილომეტრის გავლა, ფასიც შესაბამისად 35-44 ათასი დოლარი, რაც მისაღებია ამ კლასის ავტომობილისათვის.



პრობლემა მისი წარმოების ტემპი გახდა, რაც მოლოდინს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია უკეთესობისაკენ იცვლება. თუ 2017 წლის მეოთხე კვარტალში სულ მთელს მსოფლიოში 1550 მოდელი გაიყიდა, 2018 წლის იანვარში მხოლოდ შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 1875-მდე გაიზარდა. 1075-ით მეტი ვიდრე Tesla Model S. ზრდამ დეკემბერთან შედარები 80% შეადგინა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა სასურველი მაჩვენებელი. საბოლოო გეგმა წელიწადში 500 000 მოდელის გაყიდვაა, რაც მიმდინარე წეს ვერ შესრულდება, მაგრამ ზირდის დინამიკა შენარჩუნდება.


გლობალური დათბობისა და ეკოლოგიური პრობლემების სიმწვავეს სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, თუმცა, ისინიც კი როგორც წესი უფრო მეტად ეკონომიკურ სტიმულებზე რეაგირებენ, სწორედ ამიტომ, ელექტრომობილების ინდუსტრიაში, გარდატეხა მაშინ მოხდება, როცა მისი ფასი იმავე კლასის ბენზინზე მომუშავე ავტომობილის ფასს გაუთანაბრდება. ამ მოვლენას უახლოეს 5-7 წელიწადში ელიან.


მსგავს თემაზე:

Tesla რევოლუციას ამზადებს


ელექტრომობილების სწრაფ გავრცელებას, შესაბამისი მოდელების ნაკლებობა უშლის ხელს


TESLA-მ შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძუროს



სხვა სიახლეები