• Ƀ/$

მუნდიალზე ვიდეომსაჯი დაუშვეს

4 მარტი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

FIFA-ს გადაწყვეტილებით, რუსეთში გასამართ რიგით XXI ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეომსაჯი დაუშვეს. მთავარი მსაჯის საკვანძო გადაწყვეტილებებს ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით გადაამოწმებენ.

ცვლილება რობოტიზებას და ხელოვნური ინტელექტის გაბატონებას არ ნიშნავს. საბოლოო გადაწყვეტილებას ჭკვიანი ვიდეოკამერა კი არა ისევ ადამიანი მიიღებს, ვიდეოჩანაწერის გაანალიზების საფუძველზე.


აღნიშნული ტექნოლოგია გასულ წელს კონფედერაციის თასზე უკვე გამოსცადეს. მას არასავალდებულო რეჟიმში რამდენიმე ევროპული ქვეყნაც იყენებს შიდა ჩემპიონატისთვის.


გულშემატკივართა ნაწილისთვის ცვლილება სასიამოვნო სიახლეა, ისინი ფიქრობენ რომ ზოგჯერ მსაჯის უხეში შეცდომის შედეგად: გატანილი გოლის არჩათვლა ან პირიქით, საჯარიმოში ხელით თამაშის ვერ/არ დანახვა მატჩის საბოლოო შედეგი იცვლებოდა, რეფორმა კი თამაშს უფრო სამართლიანს გახდის. მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ რომ ამ გადაწყვეტილებით ადამიანური მომენტი და სიმძაფრე კლებულობს. ვიდეორეფერი უკვე წლებია მოქმედებს ლა;ათბურთში, რაგბში და სპორტის სხვა სახეობებშიც.


რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება, თამაშები 11 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.


მსგავს თემაზე:

პირველი საფეხბურთო ტრანსფერი ბიტკოინებში


ევროპული წამყვანი კლუბების შემოსავალმა 9 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები