• Ƀ/$

Porsche საჰაერო ტაქსის წარმოებაზე ფიქრობს

4 მარტი 11:32, 2018 წელი | ტექნოლოგიები

გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა Porsche შესაძლოა დრონების წარმოება დაიწყოს, რომლებსაც საჰაერო ტაქსებად გამოიყენებენ.

მის შესახებ დარგობრივ გამოცემასთან Automobilwoche ინტერვიუში კონცერნის გაყიდვების დირექტორმა დეტლევ ფონ პლატენმა განაცხადა.


მისი თქმით, ასეთი ტაქსი ცუფენხაუზენიდან (სადაც კონცერნის შტაბბინაა განთავსებული) შტუტგარტის აეროპორტამდე მგზავრობის დროს, რასაც ავტომობილი 30 წუთს ანდომებს, 3 წუთსა და 30 წამამდე შეამცირებს.


„ჩვენ მესამე განზომილების თემა გვადარდებს. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ Porsche–ს შეუძლია ამ გზით წასვლა“, – განაცხადა ფონ პლატენმა.


Automobilwoche–ს ცნობით, ავტოკონცერნს უკვე უახლოეს მომავალში შეუძლია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ესკიზების წარმოდგენა.


საუბარია დრონებზე, რომელთა მართვასაც მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ.


„Porsche–ს ავტომობილებს თქვენ თავად მართავთ. იგივე შეიძლება მოხდეს დრონების შემთხვევაშიც, მაგრამ არ იქნება აუცილებელი პილოტის ლიცენზიის მოპოვება, ვინაიდან მოწყობილობა ბევრ რამეს დამოუკიდებლად გააკეთებს“, – აღნიშნა კონცერნის ტოპ–მენეჯერმა. ის არ გამორიცხავს, რომ ასეთი დრონების გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც იქნება შესაძლებელი.


სხვა სიახლეები