• Ƀ/$

5G ინტერნეტის შესაძლებლობები ბარსელონაშიც განიხილეს

10 მარტი 11:00, 2018 წელი | ანალიტიკა

5G ინტერნეტი, მისი დანერგვის გზები და საშუალებები, ბარსელონას მობილური ტექნოლოგიების კონგრესის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გახდა.

ევროკომისარმა პერს ო’დონოუმ 5G ინტერნეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბიზნესში, ტექნოლოგიებში, სამედიცინო სფეროში და აღნიშნა, რომ მის დასანარგად, სწრაფად გასავითარებლად მთელი ევროკავშირის საერთო ძალისხმევაა საჭირო.


ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი საკანონმდებლო რეგულაციები იყო მაქსიმალურად რბილი და მოქნილი, რაც ევროკავშირში დიდი იშვიათობაა.


5G ინტერნეტი უკვე გამსცადეს კორეაში, ფიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მისი მასობრივი გაშვება 2020 წლიდან იგეგმება. 4K ფილმის ჩამოტვირთვის დრო რამდენიმე წამამდე მცირდება. გარდა ამისა 5G ინტერნეტი უპილოტო ავტომობილების, დრონების, ხელოვნური იტელექტის განვითარების, ასევე ოპერაციების გენეტიკურ დონეზე წარმოების ერთ-ერთი წინაპირობაცაა.


რაც შეეხება მობილური ტექნოლოგიების კონგესს, ის ყოველწლირდ თებერვლის ბოლოს ბარსელონაში იმართება. ფორუმზე სმარტფონების მწარმოებლები უახლეს მოდელებს წარადგნენ. ასევე განიხილავენ, მობილურის, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მომავალს.


მსგავს თემაზე:

კორეაში 5G ინტერნეტი გამოსცადეს


ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ



სხვა სიახლეები