• Ƀ/$

დუბაიში მცურავ ბაზარს აშენებენ

10 მარტი 13:00, 2018 წელი | კომპანიები

დუბაი–კრიკის ყურეში მაისიდან პირველი მცურავი ბაზარი BeYouLand გაეშვება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პროექტი 17 ნავ–ბუტიკს მოიცავს, რომლებიც ფორმით ტრადიციულ არაბულ ნავებს გვაგონებს, ხოლო მათზე მოთავსებული იქნება აღმოსავლური ტიპის დახლები.


მცურავი მაღაზიები მომხმარებელს ადგილობრივი და მსოფლიო ბნენდების წარმოების უამრავ პროდუქციას შესთავაზებენ, აასევე, მომხმარებლებისთვის აქ მრავალფეროვანი კერძები და სასმელებიც იქნება ხელმისაწვდომი.


თითოეული ნავი–ბუტიგი აღჭურვილი იქნება გასახდელით და კონდიციონერით.


თითოეულ მაღაზიაში ასევე განთავსებული იქნება კაფეები მომხმარებლებისთვის.


პროექტის ავტორია მსხვილი ადგილობრივი სამშენებლო კომპანია Meraas.


სხვა სიახლეები