• Ƀ/$

ქართულმა და აზერბაიჯანულმა სტარტაპებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

6 მარტი 16:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) და Baku Business Factory-ს (BBF) ხელმძღვანელებმა გიორგი ზვიადაძემ და ალოვსატ მუსლიმოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.

მხარეები არანავთობსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ინოვაციებისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიებში, მეცნიერებაში, ინჟინერინგსა და სოფლის მეურნეობაში. ასევე, GITA და BBF ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობაზეც შეთანხდნენ.


აღნშნული შეთანხმება ბაზარზე ქართველი და აზერბაიჯანელი სტარტაპებისა და ნოვატორების გასვლას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ქართული სტარტაპები BBF–ის მთელი რიგი მომსახურებებით ისარგებლებენ.


ამასთან, მხარეები მოაწყობენ ბიზნეს–ფორუმებს, სემინარებსა და სხვა ფორმატის შეხვედრებს კომპანიებისა და სტარტაპებისათვის ორივე ქვეყნიდან.


საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა, სხვადასხვა სექტორში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება, ინოვაციური მეწარმეობის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, გამომგონებლობა და დანერგვა, ინოვაციური სტარტაპებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერა.


Baku Business Factory აზერბაიჯანელმა მეწარმემ, კომპანიების ჯგუფის Union Grand Energy PTE დამფუძნებლმა ანარ ალიზადემ 2015 წლის მაისში დააარსა. BBF–ის მთავარ მიზანს იმ ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რომელთაც ბიზნეს–იდეები გააჩნიათ. ასევე ამ იდეების რეალიზაციის პირველ ეტაპზე მათი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას და სოციალურ მდგომარეობას, ყველა პირობას შექმნის ამ პროექტების დინამიური განვითარების უზრუნველსაყოფად.


სხვა სიახლეები