• Ƀ/$

Falcon 9-მ ესპანური სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიტანა

7 მარტი 10:30, 2018 წელი | ტექნოლოგიები

SpaceX-მა კიდევ ერთი და თანაც საიუბილეო 50-ე რაკეტა გაუშვა. ამჟერად Falcon 9-ის მიზანს ესპანური სატელეკომუნიკაციო თანამგზავრის ორბიტაზე გატანა წარმოადგენდა.

რაკეტამ სტარტი ცნობილი კანაველარის კონცხიდან აიღო, ფრენამ ორბიტაზე გასვლამდე 30 წუთს გასტანა და წარმატებით დასრულდა. თავად სატელიტმა კი გეოსტაცინალური ორბიტისკენ განაგრძო გზა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 35 786 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მასზე დედამიწის მიმართ ობიექტის უძრავად "ჩამოკიდებაა" შესაძლებელი და საუკეთესოა კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობისთვის.


სატელიტის წონა 6 ტონას შეადგენს, ზომით ავტობუსის ტოლია და უდიდესია აქამდე გაშვებულ მსგავსი ტიპის სატელიტებს შორის. თანამგზავრის დანიშნულება ევროპია და სამხრეთ ამერიკისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდება, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილის ინტერნეტით უზრუნველყოფაა. 


2018 წლის დასაწყისი SpaceX-ისთვის უდაოდ წარმატებული აღმოჩნდა, 6 თებერვალს (თბილისის დროით 7 თებერვალს) ილონ მასკმა თავისი პირველი ელექტრომობილი მარსის ორბიტისკენ გაუშვა, რასაც 16 დღეში ინტერნეტის გამავრცელებელი სატელიტის გაშვება მოჰყვა. ილონ მასკი იდეები კიდევ უფრო შორს მიდის მის მიზანს დედამიწაზე ზებგერითი მეტროს გაყვანა და კაცობრიობის სრულად მზის ენერგიაზე გადასვლა წარმოადგენს, კოსმოსში კი მარსის კოლონიზაცია აქვს დაგეგმილი. 


მსგავს თემაზე:

Falcon Heavy-ის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა


ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


მასკმა ინტერნეტის გამავცელებელი სატელიტი კოსმოსში გაუშვა


TESLA-მ შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძუროს



სხვა სიახლეები